20:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 01:12:26, 1290 ნახვა

საზოგადოება
„ხელისუფლებას აღარ ახსოვს, რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავს“ - აქცია „ოცნების“ ოფისთან საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა

აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან დასრულდა. 

ადგილზე შეკრებილებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთად გააჟღერეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ძალას გადაამეტეს.

მომიტინგეებმა ხელიუფლებას ხვალ, 14:00 საათამდე ვადა ისცეს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, თუმცა მათი განცხადებით, ხვალ 19:00 საათზე აქცია პარლამენტთან ისევ გაიმართება. აქციის მონაწილეებმა "ოცნების" ოფისთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. 

"გავაგონოთ ხელისუფლებას საქართველოს ჰიმნი, რომელიც ალბათ დიდი ხანია არ მოუსმენიათ, რადგან არ ახსოვთ რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics