19:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 23:45:28, 1157 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვები უნდა შეგვეყვანა ქაშვეთის ეკლესიაში და მამაომ კარები მოგვიხურა“ - გუშინდელი აქციის მონაწილე

გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახტანგ ჯაბანაშვილის განცხადებით, სპეცრაზმის მიერ გაზის გაშვების შემდეგ, მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, სასულიერო პირებმა ქაშვეთის ტაძარში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ამის შესახებ ჯაბანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„ქაშვეთის ეკლესიაში ვინმემ თუ იცით ვინარიან მანდ ან მამაო ან დედაო?გაზი რო გაუშვეს გოგოები და ბავშვები იყვნენ, უნდა შეგვეყვანა და კარები დახურეს, აქ რას შემოდიხართო, გადახედვა უნდა სასწრაფოდ ეკლესიებს, ვინები ბოგინობენ და რა ხალხი მოღვაწეობს იქ,საკუთარი სახლები ჰგონიათ მგონი მაგათ“, - წერს ვახტანგ ჯაბანაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში 55 პაციენტი რჩება. მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამასთან, პოლიციამ გუშინ აქციის 305 მონაწილე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics