16:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 20:37:52, 2096 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 22 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ განიხილა ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიების შუამდგომლობები 30 ეკომიგრანტი ოჯახის „ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვის მიზნით.

აქედან დაკმაყოფილდა 12 ოჯახის განაცხადი, დანარჩენი 18 ოჯახი განხილული იქნება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ. ასევე განხილული იქნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე დამატებით 10 ოჯახს გაუფორმდება ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით.

პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა.

⤵ პროგრამის შესახებ ხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/0079a3c7467c4f22942ffdc747e5.pdf

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics