10:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 17:32:14, 1130 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ჩემი ამომრჩევლის გარდა ბოდიშს არავის მოვუხდი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მას ანტიქართული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისთვის ბოდიში არ მოუხდია.

ქუცნაშილის განმარტებიტ, ბოდიშს მხოლოდ მის ამომრჩეველს მოუხდის.

„ქართული საზოგადოების გარდა და ჩემი ამომრჩევლის გარდა ბოდიშს არავის არ მოვუხდი, იმიტომ რომ არავის ეს ბოდიში არ ეკუთვნის.

მოხდა ის, რომ პარლამენტის სპიკერატში მოულოდნელად გაჩნდა ორი სკამი. შესაბამისად, როცა დავინახეთ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მივმართე გენერალურ მდივანს და ვუთხარი, ვისთვის იყო მეორე სკამი განკუთვნილი. მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთის ფედერაცია, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და თავად ვწყვეტთ საორგანიზაციო საკითხებსო. როდესაც არ დამიჯერეს, ვთხოვე, კი ბატონო, იჯდეს, მაგრამ სხდომა მაინც თქვენ წაიყვანემეთქი, სამწუხაროდ, არც ეს გაითვალისწინეს, იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ვერ ჩაერევი, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics