10:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 15:53:20, 1057 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტარის მანდატს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტარის მანდატს ტოვებს - ამის შესახებ, ქუცნაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ბოდიში მოუხადა დუშ და თიანელ ამომრჩევლებს, რადგან მათთან ეს გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია.

"მე არაფრად მიღირს დეპუტატის მანდატი თუნდაც ქართული საზოგადოების გაღიზიანების სანაცვლოდ.  შესაბამისად მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას, ამიტომ გუშინ მას მოვუხადე ბოდიში. როგორც ადამიანი ვფიქრობ რომ, არ იქნება სწორი როცა პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს თანამდებობაზე. მე თანამდებობა არ მაქვს პარლამენტში, მაქვს დეპუტატის თავისუფალი მანდატი და ვაცხადებ, რომ ვტოვებ დეპუტატის მანდატს" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics