17:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 13:45:49, 6886 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ, კლინიკებში, ჯამში, 240 ადამიანი გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ, კლინიკებში, ჯამში, 240 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, კლინიკებში, ამჟამად, 102 პაციენტი რჩება. მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებულთა შორის 80 პოლიციელია.

რაც შეეხება უშუალოდ ორთაჭალაში მდებარე “ნიუ ჰოსპიტალს”, რომელმაც აქციაზე დაშავებული 24 მოქალაქე მიიღო: ამჯერად, აქ 18 პაციენტი რჩება, 6 კი უკვე გაწერილია. კლინიკაში დარჩენილთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეან ორს კი, რომელთაც თვალი სერიოზულად ჰქონდათ დაზიანებული, ენუკლიაცია [თვალის ამოღება] დასჭირდათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა, რომ უმრავლესობას მძიმე ტრავმვა დაჟეჟილობა და თვალის დაზიანება აღენიშნება.

„კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics