|
2019-06-21 01:15:15, 1382 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით
სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის" მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების" ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მიმდინარე მოვლენები პროვოკაციაა. „„ქართული ოცნების" ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია. მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. დაპირისპირების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა. დაშავებულები არიან სამართალდამცველებს შორისაც. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)