|
2019-06-21 01:03:09, 1390 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: პარლამენტში მშვიდობიანი შესვლა ვერ მოხერხდა - მოქალაქეებს მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლა ვერ ხერხდება და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ბოკერია პოლიციელებსაც მიმართავს, ვითარების პროვოცირებას ხელი არ შეუწყონ. “რაც შეეხება აბსოლუტურად საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს, რომ დავრჩეთ მთლიანად ჩარჩოებში, მშვიდობიან ჩარჩოებში, როგორც ეს იყო მთელი დღის განმავლობაში. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოდ იქცეოდა ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში დეპუტატებს არ უშვებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მშვიდობიანი შესვლა აქ ვერც მოხერხდება იმდენი პოლიციაა მობილიზებული. ამიტომ მოვუწოდოთ მათ და ეს მათი გადასაწყვეტი არის ზოგაგდად რა გზას აირჩევენ, ჩვენ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ მოვუწოდებთ მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ტიპის მოქმედებებისგან ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ შეუწყონ ხელი ვითარების პროვოცირებას, როგორი პროვოკაციაც იყო მელიას დაკავების მცდელობისას რამდენიმე საათით ადრე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. დაპირისპირების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა. დაშავებულები არიან სამართალდამცველებს შორისაც. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)