16:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 17:11:28, 817 ნახვა

საზოგადოება
„ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა“ – 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული:

„ბოლო რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში მობილიზებული არიან ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები. ისინი საფრთხეს უქმნიან ლგბტქი ადამიანებს და ყველას, ვინც მათთვის მიუღებლად შეიძლება გამოიყურებოდეს.

ამ ჯგუფების მიერ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს თუ მუქარას ადეკვატური პასუხი სამართალდამცველი ორგანოებისგან, უმეტესწილად, არ მოჰყოლია, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა. შედეგად, საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

 „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, ლგბტქი თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას.

სამართლებრივი დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ათივე ორგანიზაციას ერთი ცხელი ხაზის საშუალებით: 568 47 14 14“, - ნათქვამია განცხადებაში.

 „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი „საფარი“; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics