21:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 16:13:02, 2095 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო

„ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა.

„ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმი, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ძალიან დიდ შეღავათს ნახულობს იმიტომ, რომ შეუძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებში არამარტო თავისი რესურსი დახარჯოს, არამედ კერძოც მოიზიდოს და ამ ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნას მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი სამუშაო ადგილი, დასაქმდეს მეტი ოჯახი. მეორე მხრივ, კერძო ინვესტორი ისარგებლებს ისეთი მექანიზმით,  რომლის დროსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების რისკები გადანაწილებულია სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის. საუბარია სხვადასხვა ტიპის რისკებზე, მათ შორის, სამშენებლო, საბაზრო, პოლიტიკური და სხვა“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, მაგრამ, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო. ნათია თურნავას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს კერძო-საჯარო თანამშრომლობის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics