|
2019-06-20 15:23:53, 1057 ნახვა
კომენტარი
მელია: კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს, თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება
"კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლება აღარ აქვს. „ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი. ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ. კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე, ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი,“ - აცხადებს მელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)