21:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 15:17:34, 1720 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და უმკლავდება გარე შოკებს

„ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის შეფასებით,  ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე.

„არ გვაქვს საფუძველი  ვიფიქროთ,  რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics