|
2019-06-20 14:06:39, 1292 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე - ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, რუსული სპეცსამსახურების სცენარია
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მომხდარის გამო, პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მისივე თქმით, ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, რუსული სპეცსამსახურების სცენარია. „დღევანდელი სამარცხვინო ფაქტი, რაც ვიხილეთ დასტურია იმისა, რომ კომუნისტი, ათეისტი მართმადიდებელი დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნიდან მოწვეული იყო ასევე ნეოკომუნისტი და ბოლშევიკი პარლამენტის თავმჯდომარის თუ წევრების მიერ. არის უკიდურესად სამარცხვინო, ანტისახლემწიფოებრივი თუ მოღალატეობრივი პოზიცია და მდგომარეობა, რაც ვიხილეთ, რაც აუცილებლად მიიღებს ღირსეულ პროტესტს ქართული ეროვნული და საზოგადოებრივად მოაზროვნე ხალხის მხრიდან“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)