16:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 12:28:29, 885 ნახვა

საზოგადოება
„ნანა წადი“ - ქუთაისში, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაული დეპუტატის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

"ნანა წადი" - ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. 

აქცია ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისმა" ჩაატარა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულმა დეპუტატმა საკრებულო უნდა დატოვოს. 

"ქუთაისელებისთვის მიუღებელია ნანა კოსტავას აზრი. ვაპროტესტებთ მის განცხადებას, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მან უნდა დატოვოს საკრებულო და ჩამოგვრეცხოს ის სირცხვილი, რაც მისი განცხადებით მიაყენა ქუთაისს", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა. 

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიშა. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ.  ქუთაისის საკრებულომ კი, მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით აგრძელებს საქმინობას. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს.

ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics