|
2019-06-19 15:57:12, 1321 ნახვა
სამართალი
NGO-ები - იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
„უკიდურესად შეშფოთებული ვართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებას არ მიაწოდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია“, - ამის შესახებ კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს. კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი კონკურსის პროცედურები არ გააგრძელოს. „იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილით უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა. საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა დებულებას, რომლის თანახმადაც კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. მას შემდეგ, რაც ამ დებულებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, კანონპროექტის მომხსენებელმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი შეიცვლებოდა და საბოლოოდ, ის ამოღებულიც იქნა კანონპროექტიდან. პარლამენტს კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობისკენ მოუწოდებდა ვენეციის კომისიამაც. მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის სხვაგვარი განმარტება არის თვითნებობა და შეუქცევადად აზიანებს კონკურსის მიმართ სანდოობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვისას მუდმივად აცხადებდნენ, რომ მათი ვერსია ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე” პროცესს. დღესდღეობით კი, საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსი არის ნაკლებად გამჭვირვალე, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის შესარჩევი კონკურსი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატების შესახებ არსებული დოკუმენტების დახურვის შესახებ, კონკურსისადმი საზოგადოების ნდობის პერსპექტივას გამორიცხავს. დღესდღეობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს რა დოკუმენტაციას ეყრდნობა და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ისინი. დაინტერესებულ პირებს არ აქვს საშუალება გაეცნონ კანდიდატების მიერ წარდგენილ მასალებს, მათ შორის, კვლევებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად უნდა გამოიყენებოდეს“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)