15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 12:41:22, 884 ნახვა

საზოგადოება
23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, წელს გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება.

თბილისის მერმა გარბენში მონაწილეობისკენ პირველ რიგში, დედაქალაქის მთავრობის წევრებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ყველა ადამიანს მოუწოდა.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა,  მსგავსი სპორტული სივრცეები  ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც  სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი  - 10:00 საათზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მარათონის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასში ქალაქის მოსახლეობის ჩართულობაა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics