15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 12:10:03, 883 ნახვა

საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

„ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების რეაბილიტაცია-აღდგენა. ეს სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი ხელმძღვანელობდა.  მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო მსგავსი ტიპის სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად აკეთებდა. შედეგიც სახეზეა - გვაქვს ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები. გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ის კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, რომელიც დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

„მინდა, ალექსანდრე ტოგონიძეს წარმატებები ვუსურვო. წინ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევითა და სულისკვეთებით შევძლებთ, ის ტემპი შევინარჩუნოთ, რაც გიორგი ბაიდარაშვილს ჰქონდა აღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, მას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

„გიორგი ებანოიძე გამოცდილი კადრია. ის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა. მინდა, მას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics