|
2019-06-19 10:49:53, 1153 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი: შსს-სგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიგვიღია, საფრთხე რეალურია
„არ მიგვიღია უსაფრთხოების გარანტიები და არც ველოდებით შსს-სგან, საფრთხე რეალურია", - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგირმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, პრაიდის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაამხილონ ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი. „ჩვენ არ მიგვიღია უსაფრთხოების გარანტიები და არც ველოდებით შსს-სგან. ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ. იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციები და ზოგადად, ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩვენ ვერ დავთმობდით ღია სივრცეებს, ეს იქნებოდა მარცხი ჩვენთვის. საფრთხეები რეალურია. თბილისის ქუჩებში პატრულირებენ ბანდფორმირებები უკანონოდ და ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერზე ადეკვატურ ზომებს მიიღებს, ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებთ დეტალების გამხელისგან“, - განაცხადა თაბაგირმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)