15:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:39:24, 1100 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სკოლის შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება.

'შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics