|
2019-06-18 16:13:40, 1490 ნახვა
კომენტარი
ფალავანდიშვილი: ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც კანონს დაიცავენ - პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს
საზოგადოება „ზნეობის“ წევრი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის მსურველთა რიგებშია, აცხადებს, რომ თუ პოლიცია ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ფალავანდიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიცია "პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულ საზოგადოებას, ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხებს. „იმედია მე არ შევდივარ მტრებში, შევდივარ ჩემს პოლიციაში, რომელიც ქართული ტრადიციის დამცველ ხალხს, სიკეთის და წესრიგის დამცველ ხალხს არ შეაწუხებს და ზედმეტი შეკითხვებით არ დაღლის. ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომიას იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ. პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ გარყვნილების პროპაგანდას. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. ამიტომ, პოლიცია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გამოდის“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)