11:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 14:44:54, 1895 ნახვა

კომენტარი
„ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება“ - ლევან ვასაძე ვერის ბაღში თანამოაზრეებს შეხვდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებს შეხვდა. ვასაძის ინფორმაციით, მისი ფიზიკური განადგურება იგეგმება. 

მან მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ აღნიშნული ფაქტის განხორციელების შემთხვევაში, მათ ხელისუფლება არ დაადანაშაულონ. 

"მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა წინასწარ ვაცხადებ, თუ ეს მოხდება, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდელიდან გადავედით მშვიდ რეჟიმში, მაგრამ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ ჩვენ მიმართ დადებითი ნაბიჯი გადმოდგა. ბოლომდე ვერ ვენდობით და მზაობაში ვართ. არ იქნება ხელისუფლების ბრალი, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ვაგრძელებთ მშვიდობიან თვითორგანიზებას", - განაცხადა ვასაძემ. 

ამასთან, მისივე განმარტებით, "თბილისი პრადის" ორგანიზატორებს ღონისძიების გამართვის საშუალებას არ მისცემენ. 

"სახალხო სიებში ხალხის ჩაწერა გრძელდება. რეგიონებიდანაც აპირებს ჩამოსვლას ხალხი. ვაგრძელებთ სახალხო დონეზე მშვიდ ორგანიზებას. თუ გამჩენი არ მოასვენებთ და არ გაითვალისწინებენ შსს-ს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ დაიცავს, ჩვენ მშვიდად, ცემა-ტყეპის გარეშე, მივალთ, მოვკიდებთ ხელს და იქიდან გამოვიყვანთ. მოდუნების და დაშლის უფლება მაინც არ გვაქვს. ჩვენ ვდგავართ ერთად, რომ დავიცვათ წესრიგი. უზარმაზარი საერთაშორისო, ჭრელი გველეშაპი გესლისა და ბოღმის შხამად ინთხევა და ვერაფერს ვერ გვიშვება", - მიმართა მან მხარდამჭერებს. 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics