|
2019-06-17 15:25:37, 1045 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც მშენებლობებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიტორინგს განახორციელებენ
შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგს განახორციელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯგუფების მუშაობა პირველ ეტაპზე თბილისში დაიწყება, ხოლო მოგვიანებით რეგიონებსაც მოიცავს. „ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში. განსაკუთრებით, ეს სამშენებლო ობიექტებზე შეინიშნება და მოგეხსენებათ, რომ ამ თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე შედეგები გვქონდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმების დარღვევის პრევენციის მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით , შეიქმნება სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევების მოხდენის რისკს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ცნობიერების ამაღლება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სფეროში დასაქმებული პირებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ამ ეტაპზე, ჯგუფების მუშაობა თბილისის მასშტაბით დაიწყება და შემდეგ უკვე რეგიონებზეც გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)