23:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 14:15:47, 1201 ნახვა

კომენტარი
კარპენტერი: რუსეთს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს

"ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა საქართველოში ბოლო დროს ლგბტ თემთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა. 

კარპენტერი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ეს კრემლის ტაქტიკაა. 

"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოეფინოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ამ რეგიონში. სწორედ ეს არის ის ხერხი, რომლითაც რუსეთი ცდილობს პოლიტიკური გავლენის მოპოვებას საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ. ამ მხრივ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაძლებლობა ხაზი გავუსვათ იმ ტაქტიკას, რომლითაც  რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ და როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ამას საქართველომ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირება, ამიტომ რუსეთი პოულობს პრობლემებს, აღვივებს მათ საზოგადოების დაყოფის მიზნით. ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს. ეს პრობლემა უდაოდ შექმნილია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ყურადღების გადატან მოხდეს. რუსეთს აქვს ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება და ის იგივეს აკეთებს საქართველოში", - განაცხადა 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics