|
2019-06-17 13:11:07, 1214 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე: ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ - ეს პრემიერის პრეროგატივაა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც სერგეენკომ "კურიერის" ეთერში განაცხადა, მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მამუკა ბახტაძეს ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ. "ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სერგეენკო. კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას თუ შესაბამისი გადაწყვეტილება თავად მიიღო, სერგეენკომ ასე უპასუხა: „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე", - დასძინა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)