02:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 22:35:36, 838 ნახვა

რეგიონი
თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო აქციას ზუგდიდში, 5 ადამიანი შეუერთდა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე ადამიანი შეუერთდა თბილისში, ვერის ბაღში მიმდინარე აქციას ლგბტქი პრაიდის გამართვის წინააღმდეგ. მათ ბულვარში ხეებზე გააკრეს პლაკატები წარწერებით: „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“, "არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს“.
ამის შესახებ რადიო ათინათი იუწყება.
როგორც ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ ჟურნალისტებს უთხრა, ადამიანების სიმცირე არ გაკვირვებია, რადგან მას აქცია ოფიციალურად არ დაუანონსებია. ჯანაშიას თქმით, მათ მხოლოდ პლაკატების გაკვრა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდათ. 

„მხარს ვუჭერთ თბილისში გამართულ აქციას, ვემიჯნებით იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს დაამკვიდროს ლგბტ თემის პროპაგანდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოში მათ კერძო საკუთრებაში შევარდია ვინმე, ასე არ ვებრძვით მათ. არ ვღებულობთ და არც მივიღებთ ლგბტ პრაიდს. მოვუწოდებთ მათ, ვინც მათი მომხრეა და ცდილობს საზოგადოებას მოახვიოს მათი პროპაგანდა და ზეწრები, შეწყვიტონ ხალხის გამოწვევა და ნერვებზე თამაში“, - აღნიშნა ჯანაშიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics