01:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 15:04:20, 1213 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე - უნდა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს.- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით. ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. მას არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე. ადამიანს სჭირდება მადლი ღვთისა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაერთიანდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი და ძალა ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა." - განაცხადა ილილა მეორემ ქადაგებისას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics