23:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 11:24:00, 1661 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: აშშ-ს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შეერთებულ შტატებში სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები შეაჯამა. 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე . ეს გამოიხატება კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში, როგორებიც არის: მაგალითისთვის, თავდაცვის სფეროში უპრეცენდეტო თანამშრომლობა; საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელსაც კონგრესის საგარეო საქმეთ კომიტეტმა ახლახან უყარა კენჭი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე. არასოდეს ყოფილა აქმდე რომ აშშ-ს ცაკლე მდგომი კანონი მიეღოთ საქართველოს შესახებ. ჩვენ ამას გეუბნებით ფაქტებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს ყოფილა ასე კარგი", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. 

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია საკმაოდ დიდი შემადგენლობით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა  ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის  წარმომადგენლებთან.

"ამდენად, ზუსტად ვიცი, რომ იმ რეფორმებს, რომელბსაც ჩვენ ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ყველა მიმართულებით: ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული თუ პოლიტიკური.  ჩვენ გვეუბნებიან:  სწორ გზას ადგახართ, სწორ რეფორმებს ახორცილებთ და ჩვენ ვარ თქვენს გვერდით", განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics