23:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 17:13:56, 2232 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ჰუალინგის ტერიტორიაზე უაქციზო საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, თბილისის ზღვის პლაზა (ჰუალინგის ტერიტორიაზე), შპს „HAWK Euro-Asia International (Group)“-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი: სიგარეტი (2620 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 2137,50 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  განხორციელდა არსებული საქონლის ჩამორთმევა.სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics