|
2019-06-13 19:15:16, 1866 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციები საჭირო და აუცილებელია
„საზოგადოებისთვის მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით მედიით, მიუღებელია ქსენოფობია და ის აგრესიული შინაარსი, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნებზე ძალიან დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენდეს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონკრეტული რეგულაციების მიღება. თალაკვაძის განმარებით, ეუთოს დასკვნაში ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ სიძულვილის ენა და ქსენოფობიის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობითაც დარეგულირდეს . "ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სიძულვილის ენას, ქსენოფობიას და ამ სტანდარტის შექმნას მედიაში, ვინაიდან მედია არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია, როგორც არასრულწლოვნები, ისე ზოგადად საზოგადოება უნდა იყოს დაცული ამ ტიპის მედია შინაარსისგან, რაც არაერთი არჩევნების დროს ვნახეთ ოპოზიციის კლიპებსა და რეკლამებში" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ნურავის ექნება მცდელობა ეს თემა გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშიროს. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება იქნება. არანაირად ჩვენს კონვენციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოვალთ, როდესაც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციებს მივიღებთ. ეს არის საჭირო და ეს არის აუცილებელი." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)