23:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 18:23:12, 1332 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: აშშ-ში საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა

„საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიუროკრატია, მაღალია საკომუნიკაციო ეფექტურობა, ხოლო საგადასახადო ტვირთი  - დაბალი. ეს ფაქტორები აყალიბებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის".

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იყვნენ ინვესტორები აშშ-დან, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების შესახებ გააცნო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადასტურებენ პოზიტიურ მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ.

ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტიციები რეალურ სექტორში  (ძირითადად ენერგეტიკა და ტრანსპორტი), ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების გაზრდა იქნება მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამასთან, მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად მშპ-ის ზრდის პოტენციური დონე კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს წლებში ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს გადააჭარბებს.

ნათია თურნავა აშშ - ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics