15:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 15:01:34, 815 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მალე სრულად მიეწოდება მაღალმთიან აჭარას ბუნებრივი აირი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორთან ჯაბა ხმალაძესთან ერთად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გაზიფიცირება ახალ მნიშვნელობას შესძენს მთის და რეგიონის განვითარებას. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გაზიფიცირების ნაწილში. დღეს მოვინახულეთ მუნიციპალიტეტები, სადაც აქტიურად დაიწყება წინასაპროექტო სამუშაოები. ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის, 4 მუნიციპალიტეტის, 23 სოფელში ახორციელებს. 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი. მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება და მისი სავარაუდო ღირებულება 15 500 000 ლარს შეადგენს.

შეხვედრებს აჭარის ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტების მერები ჯუმბერ ვარდმანიძე და ლევან გორგილაძე, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ.

 

 https://www.youtube.com/watch?v=--0JkRAqCz0

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics