10:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 13:53:22, 953 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: სპორტის სასახლის უკანა მხარე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი

სპორტის სასახლის უკანა მხარე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი და როგორ არ უნდა მისცე ამ მშენებლობებს განთავსების შესაძლებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე რისკის შემცვლელ ტერიტორიებზე მშენებლობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც თბილისის მერიას გააჩნია, არის რომ უნდა გამოასახლო ადამიანები და დაანგრიო მსგავსი შენობები.

„დაზღვეული არავინ არის, როდესაც სტიქია ხდება და ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია სტიქიის დროს. რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული განგაშის სისტემასთან დაკავშირებით, ეს გაკეთებულია. გაკეთებულია შესაბამისი ცხაურები - ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა არის შენობა - ნაგებობები, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში იყოს, რომელიც პრობლემურია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას. ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები, დაანგრიო ის შენობა-ნაგებობები - ესაა ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა ქალაქში და არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, პრობლემურია უბანული თვალსაზრისით. მიუღებელია ამ შენობებისთვის ნებართვის მიცემა, მიუღებელია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და „მოდით, რომელიც არ მოგვწონს ყველა დავანგრიოთ“ მიდგომა არასწორია, არ ვიცი, გვაქვს კი ამის რესურსი?!

მაგალითისთვის მოვიყვან, სპორტის სასახლის უკანა მხარეს. ვიღაცეები კი ამაყობენ ამ ურბანული განვითარებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახე იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო შენი ქალაქი და როგორ არ უნდა მისცე ამ მშენებლობებს განთავსების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics