2019-06-13 13:15:43, 1212 ნახვა
საზოგადოება
ანა აბაშიძე გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე: რა არ მოსწონთ? ის რომ მშობლები ძალადობენ თუ ის რომ შსს რეაგირებს?
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველებმა 2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს.
როგორ ანა აბაშიძე წერს შსს-ს მხრიდან მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება არაპოპულარული და სწორი ქცევაა.
„ვიღაცებს არ მოსწონთო ეს სტატისტიკა. ანუ რა არ მოსწონთ? ის რომ მშობლები ძალადობენ თუ ის რომ შსს რეაგირებს? აი ასეთ კარგ ამბებზე (რეაგირება შსს-ს და სტატისტიკის დადება) ხალხის აზრი ერთგვარი კვლევაა ვინ არის ბავშვი ჩვენ ქვეყანაში. გუდ ჯაბ სამინისტრო! არაპოპულარული და სწორი ქცევაა ეს“, - წერს ანა აბაშიძე.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,