|
2019-06-13 10:33:36, 1124 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვენლობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ანაკლიის პორტის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ხელისუფლებისთვის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. მან ასევე უარყო რაიმე სახის კავშირი სახელწმიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავდებას შორის. „კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან?! გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების მერე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ პრაქტიკულად დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას დასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში და ასევე პროექტი ჩადებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე შეაფასა სახელწმიფო მდივნის განცხადება, რითიც მაიკ პომპეო მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ზალკალიანის თქმით აშშ-ს მხრიდან რეფორმებს მაღალი შეაფსება მიეცა სახელწმიფო მდივანთან გამართულ დახურულ შეხვედრაზეც. „სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ამ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი იყო მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში. მან ძალიან კარგად მიიღო ის მიმდინარე რეფორმები რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რაც ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას თუ რა თქვა პრეს-კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა და არა იმას, თუ როგორ ინტერპრეტეციას უკეთებენ მის გამონათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და და როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს რომ იგი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას რომელსაც ვახორციელებთ, ეს რეფორმები მისთვის მისაღები რომ არ იყოს, არც მიესალმებოდნენ. ამიტომ გთხოვთ საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში“, - განაცხადა დავით ზალაკლიანმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)