|
2019-06-12 16:55:07, 1189 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, საქართველოს 15 ქალაქში/დაბაში საინფორმაციო კვირეული დაიწყო. კვირეულს მედიაციის სახლის სოციალური და ახალგაზრდული მუშაკები უძღვებიან. შეხვედრებს 13-18 წლის ასაკის მოზარდები ესწრებიან. მათ შორის არიან თბილისსა და რეგიონებში მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და დღის ცენტრების ბენეფიციარები, საზღვრისპირა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები და სხვა. შეხვედრების მიზანია ცნობიერების ამაღლება მოზარდების შრომითი უფლებების შესახებ. კერძოდ, რა ასაკიდან შეუძლიათ მათ შრომა, რა სახის სამუშაოს შესრულებაა მათთვის ნებადართული, რა ხანგრძლივობითა და რა პირობებში შეუძლიათ მათ სამუშაოს შესრულება. გარდა ამისა, პრევენციული მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემებსაც. კერძოდ, კი მოისმენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დაიცვან პირადი უსაფრთხოება სოციალური მედიით სარგებლობისას. შეხვედრები თბილისში მედიაციის სახლში გაიმართება, ხოლო რეგიონებში ადგილობრივ გამგეობებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მიერ 2002 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია პრობლემის გაცნობიერება, ცნობიერების ამაღლება, რათა დაცული იყოს ბავშვთა შრომითი უფლება. ცნობისთვის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საჭიროების შესაბამისი პროგრამები/პროექტები მიმდინარეობს, რომელთა მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდებაა. შეთავაზებული სერვისები ბენეფიციარებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს, 14 წლამდე და 14-18 წლის ასაკის მოზარდებს ეთმობა.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)