|
2015-01-23 11:52:39, 2366 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე Euromoney-ის ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფროამციით, ფინანსთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ცნობილი ბანკებისა და საინვესტიციო ორგანიზაციების: Societe Generale -ის, Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Banca IMI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. აგრეთვე, ისაუბრეს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე. ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ასევე ინტერვიუ მისცა ჟურნალ Euromoney-ის, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება Euromoney-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)