09:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 15:59:57, 1388 ნახვა

საზოგადოება
„მისი ადგილი ციხეშია“ - ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციის დაწყებამდე  ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიზე მივიდა და ოქრუაშვილს კრიმინალი უწოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში",- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

სოსო რობაქიძის განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა.

 ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რობაქიძეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია სასამართლოში, პროკურატურასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დააფიქსიროს, სადაც მისი მეგობრები არიან.

„ამ ადამიანს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ ან თუ რაიმე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად უნდა მომნახოს და როგორ. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და, შესაბამისად, ოჯახი ძალიან დაზარალებულია და სიტყვებს სწორად ვარჩევ, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics