09:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 14:26:48, 980 ნახვა

საზოგადოება
კონსერვატორიის დარბაზში კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა

10 ივნისს, თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში სახელწოდებით „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ კონცერტი - გამოფენა გაიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის 1930- იანი, 50-იანი და 70 -იანი უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.

კონცერტი სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა", საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი.

ღონისძიების ფარგლებში საქველომოქმედო ფონდ ,,ქართული გალობას“ , გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს 2020 წლისთვის სანოტო კრებულის აუდიოდისკით ,,ჭვანას ხეობის სამუსიკო ფილკლორის" მომზადებას, ქალთა ანსამბლ ,,ნაი“-სა და მარეთის ხეობის ფოლკლორის საღამოების ჩატარებას, შუახევში სტუდენტური დასაქმების პროგრამის გაგრძელებას და შუახევის მერიის მხარდაჭერას.

ჭვანის ხეობაში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშავეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებმა თეონა რუხაძის ხელმძღვანელობით. პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ნინო რაზმაძე.

შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სიმღერის განვითარებისთვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ პროექტში მონაწილე სტუდენტები და ნინო რაზმაძე, ნანა გოთუა, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი დონაძე დიპლომებით დააჯილდოვა.

 


 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics