22:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 13:48:18, 1457 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი კახიძეს: იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ წაგება აღიაროთ და ლადო კახაძეს მიულოცოთ

ლადო კახაძეს შალვა შავგულიძესთან მიმარრთებაში მორალური უპირატესობა ჰქონდა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის  თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო უბნებთნ კრიმინალური სამყაროს წევრები ჰყავდა მობილიზებული.

„ბატონი ოთარის რეპლიკას პასუხი უნდა გავცე აუცილებად, იმიტომ რომ, მიუღებელია და საერთოდ წარმოუდგენელ რამეს საუბრობს და ბრალს დებს ხელისუფლებას იმაში, რაც ჩვენთვის პრინციპული და პრიორიტეტულია ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ამას კონკრეტული ფაქტები მოწმობს.  როდესაც წააგებს თქვენი გუნდი, იმისი უნარიც უნდა გქონდეთ, რომ აღიაროთ წაგება და ადამიანს მიულოცოთ გამარჯვება, რომელიც ღირსეულად მოიპოვა. ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადომ დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა ღირსეული გამარჯვება, კულტურული, ცივილური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად. ამ ადამიანს მორალური უპირატესობა ჰქონდა ბატონ შავგულიძესთან მიმართებაში. მთაწმინდელებმა გააკეთეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის. ახლა გვეყოს იმის უნარი, რომ პარტიაზე მაღლა დავდგეთ და ამ ადამიანს მივულოცოთ გამარჯვება. არავინ არ თანამშრომლობს არანაირ კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას და კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics