|
2019-06-10 13:30:33, 2106 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე: საარჩევნო უბნებზე „ძველი ბიჭები“ და პოლიცია შეთამაშებულად მოქმედებდნენ
„კრიმინალი და ის მთავარი უწყება, რომელმაც კრიმინალს უნდა ებრძოლოს, ხელისუფლების ინტერესებს ერთად იცავენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაჯორიტარული არჩევნების მეორე ტურში პოლიცია და კრიმინალური ავტორიტეტები „შეთამაშებულად იცავდნენ ხელისუფლების ინტერესებს“. „ბატონი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ამბობდა, რომ თუკი სადმე ნახავდა ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს, თუკი სადმე ნახავდა, რომ იქნებოდნენ კრიმინალები ან იქნებოდა ასეთი ტიპის ინცინდენტები, პოლიცია მოახდენდა მყისიერ რეაგირებას, მერე თავისი ტრადიციული „წერტილიც“ დააყოლა. მყისიერი რეაგირება კი არა, პირდაპირ იყო შეთამაშებული პოლიცია და ეს ძველი ბიჭები უბნებზე, ისინი პირდაპირ მოქმედებდნენ, ასე ვთქვათ, სიმბიოზით. ეს არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად კრიმინალი და ის მთავარი უწყება, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოლოს, იცავს ხელისუფლების ინტერესებს, რაც ძალიან სახიფათოა. ამიტომ ჩვენ გვექნება მოთხოვნა, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ამაში იღებდა მონაწილეობას იყოს დასჯილი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ აქ არათუ მყისიერი რეაგირება, არამედ პირდაპირ, ერთობლივი ქმედებები შეინიშნებოდა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში. როგორც ჩანს, ასე აპირებენ ისინი მომავალშიც არჩევნებზე ზემოქმედებას, მაგრამ მინდა მოსახლეობას მივმართო და მოვუწოდო, რომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯები. შეუძლებელია, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო კრიმინალებზე დაყრდნობით და იმის იმედად, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები, რამდენიმე ასეული ლარის გამო იქნებიან ბოლომდე შენთან, ეს არის მათი ბოლო იმედი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, გუშინ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ 62.19 პროცენტი მიიღო, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 37.81 პროცენტი.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)