|
2019-06-10 12:28:03, 1456 ნახვა
საზოგადოება
მაისის თვეში FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - მაისში, ყველისა და სიმინდის ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 172.4 ერთეული ქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ფასების ინდექსი 1.2%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა, რომელიც აპრილის თვესთან შედარებით 5%-ითაა მომატებული. ფასების მატება, ძირითადად ყველზე, ოკეანიის ქვეყნებში გვალვით და მარაგების სინკალებითაა გამოწვეული. 1.4%-ითაა გაზრდილი მარცვლეულის ფასების ინდექსი, რაც სიმინდზე გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების სიმცირემ განაპირობა. სიმინდზე ფასების ზრდის მიზეზია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამუდმებული წყალდიდობები და წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდება კულტურის თესვა. მაისის თვეში შემცირდა ხორბლის ფასების ინდექსი, მაშინ როცა ბრინჯის გლობალური ფასი უცვლელი იყო. შემცირებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, კლებამ 3.2% შეადგინა - ინდოეთიდან დიდი ოდენობით შაქრის ექსპორტმა, შეავსო მსოფლიოს შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, არსებული 17% დანაკლისი, რის შედეგადაც მაისის თვეში სასურსათო კალათის ამ პროდუქტზე ფასმა დაიწია. პალმის ზეთის დიდი მარაგის ფონზე, 1.1%-ით შემცირდა ფასები მცენარეულ ზეთზე, მცირედითაა გაზრდილი ფასები მზესუმზირის და სოიოს ზეთზე. მაისის თვეში გაზრდილია FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რაც ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე აზიის ბაზრებზე ამ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნითა და მიწოდების სიმცირით არის გამოწვეული. აპრილის თვესთან შედარებით ფასები შემცირდა საქონლის ხორცზე რაც პროდუქტის დიდი მარაგით არის განპირობებული.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)