22:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 22:39:21, 1094 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო – შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო –  შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, როგორც კალაძემ აღნიშნა, კახაძის კონკურენტმა ხმების 37.5% მიიღო.

„ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მინდა მივაწოდო ინფორმაცია კონკრეტულად მათ. ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ გვაწვდიან უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას, დათვლილია ხმების 75% და აქედან, 62.5% არის ლადო კახაძის, 37.5% არის შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბატონ ლადოს დამაჯერებლი გამარჯვება. სხვაობა ძალიან დიდია და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს ციფრი. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამინებს, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics