22:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 21:39:24, 1085 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ველით, ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას როდის შემოუერთდება

„ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.  მინდა მას მივულოცო ეს გამარჯვება და ველით როდესაც ის შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას" - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლადო კახაძემ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერას ელოდება მთაწმინდელების მხრიდან.

„მე დარწმუნებული ვარ მასაც აქვს იგივე მოლოდინი და განცდა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მეორე ტურში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც ვნახეთ, ძალიან ორგანიზებულად, დიდი ექსცესების გარეშე  ჩაატარა კენჭისყრის პროცესი.  ყველა იმ მცირე ინციდენტთან დაკვშირებით, რაზეც დღეს ყურადღება გამახვილდ,ა შესაბამისი რეაგირება მოხდა ან მოხდება მომავალში. საბოლოო რიცხვებს საარჩევნო ადმინისტრაცია აჯამებს , შესაბამისად დაველოდოთ დათვლის შედეგებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics