20:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 20:04:21, 1017 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ღიმილის მომგვრელია, როცა ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალებზე ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია

„იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი“, - ამის შესახებ შს მინისტმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარია იმ დარღვევებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას არავის უზღუდავს.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია იყო რამდენიმე წვრილმანი შეთხვევა, სადაც  პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია, არის  ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომელზეც ძიება დაიწყება თუ არა.

ღიმილის მომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების  ასეთი ისტორიების მოგონების გარდა, სხვა  არგუმენტი არ გააჩნია, იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს.  იქ, სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი. ეს არის მთავარი და საერთოდ, გამოხატვის თავისუფლებას არავის არ ვუზღუდავთ. შესაბამისად, იქ სადაც იქნება კანონის დარღვევა ან გადაცდომა, რა თქმა უნდა რეაგირება იქნება მყისიერი, ისე როგორც  ეს რეაგირება დღეს რამდენიმე უბანზე მოხდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics