07:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 13:27:54, 1128 ნახვა

საზოგადოება
ცესკო - მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა

რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, მიქელაძის განმარტებით, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც  9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, პრეს-სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთი საჩივარი, რაც უბნის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარს ეხება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics