18:31 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 10:02:20, 1358 ნახვა

სამართალი
შსს-მ რადიაქტიური და ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის საკითხებზე ინტერპოლის წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიმდინარე წლის 4-5 ივნისს თბილისში ჩატარდა. ღონისძიება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

„გეიგერის“ (Geiger database) სამუშაო ჯგუფი ინტერპოლის წევრი ქვეყნებისგან შედგება და მის მიზანს წარმოადგენს იმ მეთოდოლოგიის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდული გასაღების ხელშეწყობაში მხილებული ან ეჭვმიტანილი პირების შესახებ.

 

 

(NS)
სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რადიაქტიური და ბირთვული მასალებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ხარვეზების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების დასახვაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნება მონაცემთა გაცვლისა და ინფორმაციის გაზიარების, ასევე, ანალიტიკური ანგარიშების მომზადების საკითხები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ „გეიგერის“ მონაცემთა ბაზას, რომელიც ინტერპოლის ანალიტიკურ ბაზას წარმოადგენს და მუდმივად განახლებადია. მასში დაცულია ინფორმაცია ბირთვული ან რადიაქტიური ნივთიერებების კონტროლზე, კონტრაბანდული გასაღების მარშრუტებზე, მეთოდებსა და ეჭვმიტანილებზე. ასევე, მონაცემთა ბაზაში თავს იყრის განახლებული ინფორმაცია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შესახებ.

ინტერპოლის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის გაზიარების, ხარვეზების იდენტიფიცირების და შემდგომში აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების, ასევე, მარეგულირებელი, საინფორმაციო და უსაფრთხოების სააგენტოების თავმოყრა მოხდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics