07:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 00:46:14, 3635 ნახვა

საზოგადოება
ბათუმმა ტურიზმის ოსკარი „World Travel Awards“-ის ჯილდო მოიპოვა

ბათუმმა  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.

„World Travel Awards“-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე  გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმს კონკურენციას  სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი უწევდა.

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე  ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე  შეეძლო. მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ტურიზმის ოსკარი ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტესესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს.

ძალინ მეამაყება, რადგან წარმატების რეცეპტი ტურიზმის დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომლის წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომაა. ძალიან გამიმართლა,რომ სწორედ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანების გვერდით მიწევდა და მიწევს მუშაობა. - ასე გამოეხმაურა გამარჯვებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

ჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics