2019-06-08 18:41:24, 1100 ნახვა
პოლიტიკა
რულოვსი - თუ ბევრი ხალხი მოვა, შესაძლოა, მთაწმინდაზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს
თუ ბევრი ხალხი გამოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი, რომ მთაწმინდაზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცის „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რულოვსი ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აქცია-კონცერტზე იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე ღირსეული კანდიდატია.
„აქაც მეორდება იგივე სიტუაცია, რაც ზუგდიდში. აქაც არის მოსყიდვა, დაშინება ხალხის, სოციალურად დაუცველებზე ზეწოლა ხდება. ეს არის ძალიან დასანანი, მაგრამ თუ ბევრი ხალხი მოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს ხვალ“, - აღნიშნა რულოვსმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან