|
2019-06-08 17:23:04, 2581 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ეს იყო ბინძური კამპანია - ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ყველაფერზე მიდიოდა
„ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, სადაც ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება ყველაფერზე მიდიოდა“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წინასაარჩევნო კამპანია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების ქმედებები მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო. „ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება", რომელიც დისკრიმინაციულად გავარდა და ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს სახლებზე თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში, მეასე დაპირება, რომ გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ ხმებს მიიღებენ. ჩვენ ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება და გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა. დღეს მინდა მოგახსენოთ ანგარიშის შესახებ, რომელიც გააკეთა აბსოლუტურად ობიექტურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც გამოიკვლია Facebook-ზე კამპანია და პირდაპირ თქვა, რომ სიძულვილის, ტყუილების კამპანია შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მიზნით იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი. მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ეს მთაწმინდელი ამომრჩევლის, ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც გგონია, რომ სიძულვილის ენით და ტყუილების მოგონებით შენ მათ აიძულებ ხმა სასურველ კანდიდატს მისცენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხვალ პარლამენტის რიგგარეშე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის „თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს“ კანდიდატი შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე იბრძვიან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)