17:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 14:20:53, 507 ნახვა

საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - გამოკითხულთა 49% ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მოუმზადებელი შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევების თანხმად, გამოკითხული მოსახლეობის 90% ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, სატელევიზიო სიგნალის მისაღებად, გამოკითხული მოსახლეობის 38%–ს აქვს სატელიტური თეფში, 25% კი, საკაბელო მაუწყებლობით სარგებლობდა. 32% სატელევიზიო სიგნალს ანტენით იღებდა, 4% კი, ინტერნეტის საშუალებით იღებს.

„სარგებლობს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები აჩვენებს, ტელევიზია დღემდე რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ მოსახლეობის უმრავლესობისთვის (87%)“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით გაიზარდა ინტერნეტის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი, დღემდე მოსახლეობის 46% ინტერნეტს არასდროს იყენებს.

საქართველოში ინტერნეტი მის მომხმარებლებს ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის (75%) და ინფორმაციის მოძიებისთვის (41%) სჭირდებათ.

ცნობისთვის, დღეს, 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა.

საქართველო დღეიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics